საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და უეფას ორგანიზებით, საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში მომუშავე ექიმებისთვის ყოველწლიური საგანმანათლებლო ტრენინგი მიმდინარეობს.
ტრენინგის მონაწილეთა შორის არიან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, კრისტალბეთ ლიგა 3-ის, ქალთა ლიგის და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ექიმები.
მერაბ ვარძუკაშვილის ხელმძღვანელობით, კურსის მონაწილე ექიმები თეორიული და პრაქტიკული სწავლებით, საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მართვის შესახებ დეტალურ, განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ.
კურსის დაწყებამდე, მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ სიტყვით მიმართა. მიმდინარე კურსზე 62 მონაწილეა რეგისტრირებული.