სიახლეები

დინამო თბილისი 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

სფფ
გაუზიარე

გივი ჩოხელის სახელობის 19-წლამდელთა ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული დინამო თბილისის ასაკობრივი გუნდი გახდა. 

გათამაშების დასკვნითი შეხვედრა, რომელიც დინამოსა და იბერია 1999 შორის ჩატარდა, ფრედ, 2:2 დასრულდა. 

სეზონის გამარჯვებულები ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. 

დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა ჩემპიონატი 66 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილზე 60 ქულით იბერია 1999 გავიდა, ხოლო მესამეზე თბილისის ლოკომოტივი, რომელმაც სეზონი 42 ქულით დაასრულა.