დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული გორის დილაა.
ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, დილამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 3:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი გორელებმა არუნა უატარას მიერ მე-2 წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში იბერიას მცველმა, დერეკ აგიაკვამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და გორელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა. 71-ე წუთზე აგიაკვამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა 90-ე წუთზე გატანილი გოლით აბუბაქარ კონტემ დილას ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ფინალური სასტვენის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულს, გორის დილას საქართველოს თასი და ოქროს მედლები სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.