სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული კატეგორიის ყოფილი არბიტრის, ავთანდილ შალამბერიძის გარდაცვალების გამო. 

ავთანდილ შალამბერიძე მრავალი წლის განმავლობაში იყო სამსაჯო კომიტეტის წევრი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო ოჯახს.