10 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში იბერია 1999 გორის დილას დაუპირისპირდება. მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 9 დეკემბრამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება.