სიახლეები

საქართველოს თასის ფინალი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს თასი
გაუზიარე

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იბერია 1999 და გორის დილა დაუპირისპირდებიან.

მატჩი 10 დეკემბერს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია 3 დეკემბერს, BILETEBI.GE-ზე 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია.