სიახლეები

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მსაჯები
გაუზიარე

23 ოქტომბერს, უეფას ევროპა ლიგის შეხვედრაში ავსტრიული ზალცბურგი უნგრულ ფერენცვაროშს უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი - ბაკურ ნინუა. შეხვედრა ზალცბურგში გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. 

23 ოქტომბერს, ფინეთში, ჰელსინკის ჰიკის და თურქული ტრაბზონსოპორის უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს განსჯის ალეკო აფციაური. ქართველი არბიტრის ასისტენტები დავით ჩიგოგიძე და ელენე ელოშვილი იქნებიან. 

სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი მსაჯთა დამკვირვებლის სტატუსით იმუშავებს უეფას კონფერენს ლიგის მატჩზე ათენის აეკსა და შოტლანდიურ აბერდინს შორის. აღნიშნული შეხვედრაც 23 ოქტომბერს გაიმართება.