სიახლეები

Integriball 2.0-ის დასკვნითი კონფერენცია ბუქარესტში გაიმართა

სფფ
გაუზიარე

ბუქარესტში, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციისა და CSCF Foundation for Sport Integrity-ის ორგანიზებით, Integriball 2.0-ის საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია ჩატარდა.

ღონისძიებაზე შეჯამდა ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა და ქალ ფეხბურთელთა დაცვას მატჩების ჩაწყობისა და შევიწროებისგან, ასევე ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობას.

პროექტი CSCF Foundation for Sport Integrity-ის კოორდინაციით ესტონეთის, საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებთან პარტნიორობით და UEFA-ს მხარდაჭერით განხორცეილდა.

Integriball 2.0-ის ფარგლებში ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში, თბილისში ჩატარდა, სადაც გაიმართა სემინარები და პრაქტიკული შეხვედრები ახალგაზრდა და ქალ ფეხბურთელებისთვის.