საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის დასკვნითი, მეექვსე მოდული გაიმართა.
კურსის პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. A ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მონაწილეები, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.