საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 22-25 სექტემბერს, უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული ჩატარდა.
PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსში მონაწილეობენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბის მწვრთნელები.
კურსზე, რომელიც 8 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, 21 მონაწილე ირიცხება. კურსის წარმატებით დასრულების და გამოცდების ჩაბარების შშემდეგ, მონაწილეებს უეფას საერთაშორისო ლიცენზია გადაეცემათ.