სიახლეები

მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 7,  8 და 9 ოქტომბერს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის უეფას B+A სამწვრთნელო ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული გაიმართა. 

სწავლების კურსი ამჯერად ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრების ფაგლებში, ალიკანტეში ჩატარდა. მოხდა განვლილი მოდულების რეფლექსია, კონტრშეტევის სახეობების გაცნობა და მომზადდა პრაქტიკული სესია. 

აღნიშნული კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის. 

სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, კურსის მონაწილე ფეხბურთელებს საშუალება ეძლევათ გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება.