სიახლეები

ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის და U17 ევროს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე

გაუზიარე

ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან. 30 სექტემბერს, პოდგორიცაში, ადგილობრივი ბუდუჩნოსტის 19-წლამდე გუნდი უელსურ ჰავერფორდუესტს უმასპინძლებს. 

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები - ზვიად ბლიაძე და გიორგი გოგოხია. შეხვედრა 30 სექტემბერს, პოდგორიცაში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

პირველი ოქტომბრიდან, ესტონეთში, უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის მატჩები აიღებს სტარტს. მინი ტურნირზე, რომელშიც მასპინძელი ესტონეტის გარდა, იტალია, უკრაინა და მონტენეგრო მონაწილეობენ, ქართველი არბიტერბი იმუშავებენ. 

1 ოქტომბერს, მონტენეგრო - უკრაინის და 4 ოქტომბერს, უკრაინა - ესტონეთის მატჩების მთავარი მსაჯი ალეკო აფციაური იქნება, ხოლო პირველი ასისტენტი დავით ჩიგოგიძე. 7 ოქტომბერს, ესტონეთი - მონტენეგროს შეხვედრაზე ალეკო აფციაური მეოთხე მსაჯი იქნება, დავით ჩიგოგიძე კი მეორე ასისტენტი.