სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა.

სასტარტო მატჩში გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ირლანდიასთან, საფრანგეთთან და ტურნირის მასპინძელ ესპანეთთან შეხვედრები დათმო, თუმცა B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაშიც B დივიზიონში იასპარეზებს, სადაც წელს პირველად იასპარეზა. რანგით მაღალ ლიგაში თამაშის უფლება ჩვენმა გუნდმა 2023 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიაში ჩატარებული C დივიზიონის გამარჯვებული გახდა.