სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გერმანიის ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ტურნირის სასტარტო შეხვედრაში მეტოქე 3:2 დაამარცხა.

მომდევნო მატჩებში საქართველოს ნაკრები ირლანდიის, საფრანგეთისა და ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება. ერთა ლიგის A დივიზიონის საგზურს ტურნირის გამარჯვებული მიიღებს.

საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2023 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიაში ჩატარებული C დივიზიონის გამარჯვებული გახდა.