6-27 სექტემბერს, უეფას 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის A3 ჯგუფის მატჩებს ქართველი არბიტრები, თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი მოემსახურებიან.
მინი-ტურნირში, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართება, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების გარდა ჩეხეთი, სლოვაკეთი და ანდორა მონაწილეობენ.
ნიდერლანდები - ანდორას და ანდორა - სლოვაკეთის მატჩების მთავარი მსაჯი თეონა სტურუა იქნება, ხოლო პირველი ასისტენტი ელენე ელოშვილი. ნიდერლადნებისა და სლოვაკეთის შეხვედრაზე კი, სტურუა მეოთხე მსაჯი იქნება, ხოლო ელოშვილი მეორე ასისტენტი.