ახალგაზრდა ქართველმა მსაჯებმა უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
წლევანდელი კურსი საქართველოდან უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა - კობა რევაზაშვილმა (26 წლის) და ასევე უმაღლესი კატეგორიის მსაჯის ასისტენტმა - გიორგი გოგოხიამ (22 წლის) გაიარეს.
მსაჯებმა წარმატებით ჩააბარეს თეორიული, ფიზიკური მომზადებისა და ინგლისური ენის ტესტები. წლის განმავლობაში შედგა 2 შეკრება/სემინარი ნიონში. კურსის დასასრულს მონაწილეებს პროგრამის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
უეფამ აღნიშნული კურსი 2010 წელს წამოიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა და პერსპექტიული მსაჯებისა და ასისტენტების გამოვლენასა და განვითარებას.