სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის, რვა საჯარო სკოლის ბავშვებს შორის სახალისო მატჩები გაიმართა. მონაწილე გუნდებს, ღონისძიების ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა - კახა ჭუმბურიძემ სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა.
მატჩებში მონაწილეობას იღებდნენ: თელავის ნიკო მუსხელიშვილის სახ. N3 საჯარო სკოლა, ლაგოდეხის რ-ნის სოფელი შრომის საჯარო სკოლა, საგარეჯოს რ-ნის სოფელი ბადიაურის საჯარო სკოლა, საგარეჯოს რ-ნის სოფელი კაჭრეთის საჯარო სკოლა, საგარეჯოს რ-ნის სოფელი დიდი ჩაილურის საჯარო სკოლა, საგარეჯოს რ-ნის სოფელი მანავის საჯარო სკოლა, სიღნაღის რ-ნის სოფელი ტიბაანის საჯარო სკოლა.
ღონისძიება უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, რომელიც 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრებიან. ღონისძიებები სამტრედიაში და ქუთაისში გაიმართება.
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული მთელი ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ფეხბურთის პოპულარიზაციას და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას ისახავს.