სიახლეები

15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო. 

პირველი ტურის მატჩები 12 და 14 სექტემბერს, ხელვაჩაურსა და თბილისში ჩატარდა. აღმოსავლეთის ტურის დაწყებამდე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ავაზაზე ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა შედგა. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა, ნათია დანელიამ და ლიზი მწყერაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. 

15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება 30 ნოემბერს დასრულდება. ლიგაში დასავლეთ საქართველოს 6 გუნდი და აღმოსავლეთ საქართველოს 7 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონს პლეი-ოფის პრინციპით ორი ჯგუფის საუკეთესო ოთხეული გამოავლენს. 

პირველი ტურის შედეგები

დასავლეთი

  • ტორპედო 3:1 აჭარა
  • მართვე 14:3 მტრედები
  • ხონი 3:1 სენაკი

აღმოსავლეთი

  • WPS GEO 8:1 ნორები
  • ბოლნისი 5:1 კვარტალი
  • ვერე 2:3 რუსთავი