სიახლეები

15-წლამდე ქალთა ლიგა 12 სექტემბერს დაიწყება

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 15-წლამდე ქალთა ლიგა იწყება.

ჩემპიონატის დასავლეთის ჯგუფის მატჩები 12 სექტემბერს ხელვაჩაურში გაიმართება, 14 სექტემბერს კი ერთმანეთს აღმოსავლეთის ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან. 

ჩემპიონატში დასავლეთის 6 და აღმოსავლეთის 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ მატჩში, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება, დასავლეთის და აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.