სიახლეები

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

მსაჯები
გაუზიარე

9 სექტემბერს, ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სომხეთის ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს. 

აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება, რომელსაც დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. შეხვედრა ერევანში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შეხვედრაა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელზეც ქართველი მსაჯები იმუშავებენ. 4 სექტემბერს, ლიეტუვისა და მალტის მატჩი გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა.