სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. 

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, 31 აგვისტომდე შეავსოთ B ლიცენზიის სარეგისტრაციო ფორმა

კანდიდატები კურსზე შეირჩევიან გასაუბრების შედეგად, რომლის შემდეგაც დაკომპლექტდება ორი ჯგუფი. სასწავლო პროცესი პირველ ჯგუფში 6, ხოლო მეორე ჯგუფში 15 ოქტომბერს დაიწყება. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატებმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინონ ცნობა საფეხბურთო სკოლიდან/კლუბიდან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ კანდიდატს აქვს ვარჯიშების სტანდარტულ მოედანზე (11/11) ჩატარების შესაძლებლობა. 

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.