საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 14 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, თბილისსა და ქუთაისში უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ოთხი კურსის საგამოცდო მოდული ჩატარდა.
თბილისში მიმდინარე სამი კურსის გამოცდას სფფ-ის დიდი დიღმის ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძლა, ხოლო ქუთაისში ჩაატარებული კურსის გამოცდა სფფ-ის ქუთაისის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდა. საერთო ჯამში, ოთხი კურსის 98-მა მსმენელმა ჩააბარა გამოცდა წარმატებით და უეფას C ლიცენზიის მფლობელი გახდა.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.