7 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.


მეოთხედფინალური შეხვედრები 23 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ნახევარფინალური მატჩები 30 ოქტომბერს. იბერია 1999-სა და ტორპედოს მერვედფინალური ეტაპის გადადებული მატჩი 13 აგვიტოს გაიმართება, სპაერი და კოლხეთი 1913 კი ბოლო მეოთხედფინალისტს 20 აგვიტოს გამოავლენენ.