ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მოემსახურებიან.
30 ივლისს, ლუქსემბურგის რასინგის უნიონის და ათენის აეკის შეხვედრის მთავარი მსაჯი მზევინარ შარაშანიძე იქნება, ხოლო პირველი ასისტენტი სოფიკო რიჟამაძე
2 აგვისტოს, ამავე საკვალიფიკაციო ჯგუფის ნახევარფინალურ შეხვედრაში სოფიკო რიჟამაძე მეორე ასისტენტი იქნება, ხოლო მზევინარ შარაშანიძე - მეოთხე მსაჯი.
ორივე შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.