სიახლეები

მსაჯთა ზაფხულის შეკრება თბილისში

მსაჯები
გაუზიარე

სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში მსაჯთა ზაფხულის შეკრება მიმდინარეობს. შეკრებას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსაჯებთან ერთად ახალგაზრდა არბიტრები ესწრებიან. 

შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები ეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით და მონაწილეობენ VAR სიმულაციებში.

სემინარებს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი უძღვება. მსაჯებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ვეტერანი ურუგვაელი მსაჯი და ფიფას ინსტრუქტორი ხორხე ლარიოდა. ასევე მონაწილეობენ მატჩების ანალიტიკოსი ერდოან ქაინაქი, ფიტნეს ინსტრუქტორი ბერქიე ქირმიზიგილი და VAR-ის პროექტის ლიდერი ალპერ ულუსლოი. 

შეკრების გახსნის დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა ზამთარაძემ მონაწილეებს წარმატება უსურვეს. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 აგვისტოს, მე-19 ტურის მატჩებით განახლდება.