საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ლიგა გამარჯვებით დაიწყო. ბათუმში მიმდინარე A დივიზიონის გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ესტონეთს 3:2 სძლია.
საქართველოს ნაკრების რიგებში თავი მალხაზ შამილაძემ და გოჩა მახარაძემ გამოიჩინეს, ერთი გოლი კი ესტონელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
მეორე მატჩს მასიმილიანო დე ჩელისის გუნდი 19 ივლისს, 21:00 საათზე შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.
18 ივლისი | დღის შედეგები
- ჩეხეთი - გერმანია 4:4 (5:4 პენ)
- პორტუგალია - შვეიცარია 6:5
- თურქეთი - ბელარუსი 1:12
- საქართველო - ესტონეთი 3:2
19 ივლისის განრიგი | ბათუმის ქვიშის არენა
- 16:30 ბელარუსი - გერმანია
- 18:00 პორტუგალია - ესტონეთი
- 19:30 ჩეხეთი - თურქეთი
- 21:00 საქართველო - შვეიცარია
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებენ. დასწრება თავისუფალია.