სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ორი კურსი დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ორი კურსი დასრულდა.

1-4 და 7-11 ივლისს B ლიცენზიის კურსისი დასკვნითი, საგამოცდო მოდული გაიმართა. სასწავლო პროგრამის დასრულების და გამოცდების წარმატებით დასრულების შედეგად, ორივე კურსის ჯამში 52-მა მონაწილემ უეფას საერთაშორისო კატეგორიის B ლიცენზია მიიღო. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.