18-20 ივლისს, ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს.
გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები პორტუგალიის, შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ ბელარუსი, გერმანია, ჩეხეთი და თურქეთი.
ტურნირის მიმდინარეობისას ბათუმის ქვიშის არენაზე დღეში ოთხი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
- 18 ივლისი | საქართველო - ესტონეთი | 21:00
- 19 ივლისი | საქართველო - შვეიცარია | 21:00
- 20 ივლისი | საქართველო - პორტუგალია | 21:00
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ტურნირზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 13 ივლისის ჩათვლით [email protected]-ზე
ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება.
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის მატჩები ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა. 2024 წლის გათამაშებაში საქართველომ B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.