სიახლეები

დილა საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

სფფ
გაუზიარე

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გორის დილა გახდა. დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში გორულმა კლუბმა საქართველოს თასის მფლობელი, სპაერი 2:0 დაამარცხა. 

მატჩის დაწყებამდე, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ სპეციალური პრიზი და სამახსოვრო მაისური გადასცა ხათუნა მაისურაძეს, რომელმაც სუპერთასის ფინალური შეხვედრით 20-წლიანი სამსაჯო კარიერა დაასრულა. 

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, გადამწყვეტი უპირატესობა დილამ მატჩის მიწურულს მოიპოვა. 86-ე წუთზე ანგარიში ჟოაო არაუჟომ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი, გრიგოლ ჩაბრაძემ დააფიქსირა 92-ე წუთზე. 

თამაშის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. სუპერთასის მფლობელები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვა.