სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალში გორის დილა თბილისის სპაერს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართა, საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის ტორპედო პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, 11-მეტრიანების სერიაში კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელმა მეტოქეს 4:3 სძლია.
სუპერთასის ფინალური მატჩი სპაერსა და გორის დილას შორის 2 ივლისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართება. 1 ივლისს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იბერია 1999 ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.