საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 24-27 ივნისს, ქუთაისში, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის მეორე მოდული ჩატარდა.
დასავლეთ საქართველოში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის მეორე მოდულს, რომელზეც 30 მსმენელია დარეგისტრირებული, სფფ-ის ქუთაისის ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძლა.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.