სიახლეები

სფფ-ში საქართველოს თასის მომდევნო ეტაპების წილისყრა გაიმართა

საქართველოს თასი
გაუზიარე

24 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედ და მერვედფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. 

მეორე ეტაპზე წარმატებულ გუნდებს მეთექვსმეტედფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 7 და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 9 კლუბი დაემატა. 

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:


დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 19, 20 და 21 ივლისს გაიმართება.

მომდევნო ეტაპზე გასულ 12 გუნდს მერვედფინალიდან ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები - იბერია 1999, სპაერი, ტორპედო და დილა შეუერთდებიან. 

წილისყრის შედეგად, მერვედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ორივე ეტაპზე ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 26-27 ივლისს ჩატარდება.