საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 28-30 მაისს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრს ბასაზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა.
კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. A ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.
მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. მიმდიანრე კურსზე 20 მონაწილე ირიცხება.