უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
12 ივნისს, 20:00 საათზე, პრესოვის ტატრან არენაზე უკრაინის ნაკრები პირველი ტურის შეხვედრაში დანიას დაუპირისპირდება. შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან.
ქართველი არბიტრები ასევე იმსაჯებემენ მეორე ტურის შეხვედრას ინგლისისა და სლოვენიის 21-წლამდე ნაკრებებს შორის. მატჩი 15 ივნისს, ნიტრაში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.