ქართველი მსაჯები, ალეკო აფციაური და დავით ჩიგოგიძე უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მოემსახურებიან.
აფციაური და ჩიგოგიძე მონტენეგროში გასამართ ბ ლიგის მესამე ჯგუფი ორ მატჩზე იმუშავებენ
7 ივნისს, ლატვია - ესტონეთის მატჩის მთავარი არბიტრი ალეკო აფციაური იქნება, ხოლო ერთ-ერთი ასისტენტი დავით ჩიგოგიძე
10 ივნისს, მონტენეგრო - ლატვიის შეხვედრაში კი აფციაური მეოთხე მსაჯი, ხოლო ჩიგოგიძე კვლავ ასისტენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მოახლოებული ტურნირი ალეკო აფიაურისთვის სადებიუტოა მას შემდეგ, რაც ფიფას არბიტრი გახდა.