ქართველი მსაჯები 2027 წლის უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მოემსახურებიან.
5 ივნისს, ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრები ანდორას უმასპინძლებს. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ავაზაშვილი იქნება, რომელიც სადებიუტო შეხვედრას განსჯის ფიფას არბიტრის სტუტუსით. მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კობა რევაზაშვილი იქნება.
შეხვედრა ასტანაში გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.