სიახლეები

აკრედიტაცია სფფ-ის XXXV ყრილობაზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV ყრილობა 4 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართება.

ყრილობის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხზე შემოგთავაზებთ. მედიისთვის კომენტარები ყრილობის დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 3 ივნისის ბოლომდე, ელექტრონულ მისამართზე [email protected] მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. 

ღონისძიებაზე დასასწრები აკრედიტაციები 4 ივნისს, 11:00 საათიდან, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიცემა.