სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, უეფას საკლუბო ლიცენზია ევროტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა ყველა კლუბმა მოიპოვა.
უეფას 2025/2026 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში, უეფას ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა 2024 წლის სეზონის ეროვნული ლიგის ათი კლუბი და ქალთა ეროვნული ლიგის საუკეთესო ოთხი კლუბი.
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის 2025 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებების შედეგად, უეფას მამაკაცთა საკლუბო ლიცენზია მიიღო ექვსმა კლუბმა: იბერია 1999, ტორპედო, დილა, სამგურალი, დინამო თბილისი, სამტრედია. უეფას ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო ქსკ ლანჩხუთმა. ლიცენზირების პროცესი ასევე წარმატებით გაიარა საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელმა სპაერმა.
2025/2026 წლების უეფას ლიცენზირების პროცესი დასრულებულია და ზემოხსენებული გადაწყვეტილებები ითვლება საბოლოოდ.