სფფ-სა და უეფას ორგანიზებით, საქართველო მესამედ უმასპინძლებს UEFA-ს ინგლისურენოვან სასერტიფიკატო პროგრმას ფეხბურთის მენეჯმენტში (CFM). პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.
პროექტი განკუთვნილია ფეხბურთში დასაქმებული და სხვადასხვა მიმართულებით მენეჯერული გამოცდილების მქონე პირებისთვის. იგი სრულ თანხვედრაშია კლუბების დირექტორებისა და ლიცენზირების მენეჯერებისთვის სფფ-ის ლიცენზირების დებულებით განსაზღვრულ კვალიფიკაციის მოთხოვნებთან.
CFM-ზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10.06.2025. მიღებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება ინგლისურ ენაზე. სემინარი სამი მოდულისგან შედგება, საიდანაც ორი თბილისში ჩატარდება, ხოლო ერთი ონლაინ რეჟიმში.
- 14-15 აგვისტო (თბილისი)
- 05 დეკემბერი და 17 დეკემბერი (ონლაინ)
- 22-23 აპრილი 2026 (თბილისში)
სარეგისტრაცია ბმული
დამატებითი ინფორმაცია: [email protected]