საქართველოს ფეხბურთის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა.
28 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით, სფფ-ის ტექნიკურმა ცენტრმა ბასამ და სასტუმრო ბომონდ გარდენმა სამი კურსის მეორე მოდულს უმასპინძლა. C ლიცენზიის სამივე კურსზე ჯამში 80 მონაწილე ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.