გახშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნების (ლოგო, სლოგანი), ასევე სათამაშო ფორმის უნიკალური დიზაინის არაკანონიერი გამოყენება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და ქმნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ან/და ეროვნულ გუნდებთან კომერციული ან სხვა სახის თანამშრომლობის ასოციაციას, მომხმარებელი კი შედეგად იღებს უხარისხო პროდუქციას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდების ორიგინალი პროდუქცია, როგორც საქართველოს ნაკრების ოფიციალური სათამაშო ფორმა, ისე სხვა საგულშემატკივრო ატრიბუტიკა თუ ტანსაცმელი, იყიდება მხოლოდ ეროვნული გუნდების ოფიციალურ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის #76-ში, ასევე, ონლაინ მაღაზიაში fanshop.ge-სა და სფფ-ის პარტნიორ ონლაინ გაყიდვების პლატფორმა extra.ge -ზე. ოფიციალური მაისურის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანია მაკრონის ოფიციალური წარმომადგენლების მაღაზიაში - Macron Hub.
მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ როგორც სავაჭრო ნიშნის, ისე მომხმარებლის ინტერესებს და დავიცვათ კანონი. სასაქონლო ნიშნების არაკანონიერად გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.