ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო. 2025 წლიდან, გამოცდა ორის ნაცვლად, წელიწადში ერთხელ გაიმართება.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია საგამოცდო ფორმატთან დაკავშირებით. თუ წარსულში ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდას ფიფას წევრი ასოციაციები მასპინძლობდნენ, ამიერიდან, საფეხბურთო აგენტობის კანდიდატებისთვის გამოცდა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ამასთან, აღსანიშნავია რომ აქამდე არსებულ სამ საგამოცდო ენას (ინგლისური, ფრანგული, ესპანური) დაემატა გერმანული ენა. ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდა კვლავინდებურად ღია ტიპის იქნება, რაც გულისხმობს რომ კანდიდატებს გამოცდის მსვლელობისას ექნებათ წვდომა ფიფას ოფიციალურ სასწავლო მასალაზე. მოცემული სასწავლო მასალა ექვემდებარება ფიფას მიერ პერიოდულ განახლებას, შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა თვალყური უნდა ადევნონ ფიფას პლატფორმაზე განთავსებულ შესაძლო სიახლეებს, სასწავლო მასალის უახლეს ვერსიასთან დაკავშირებით.
ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღებად, მსურველი ფიზიკური პირი:
· გრაფიკით დადგენილ ვადაში უნდა დარეგისტრირდეს ფიფას საფეხბურთო აგენტების პლატფორმაზე და სრულად შეავსოს ონლაინ განაცხადი;
· დააკმაყოფილოს დაშვების კრიტერიუმები (იხ. ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულებების მუხ. 5);
· გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის თანხა;
· გრაფიკით დადგენილ დღეს წარმატებით ჩააბაროს ფიფას ფეხბურთის აგენტების გამოცდა;
· ამას გარდა, ფიფას მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს ყოველწლიური გადასახადი (იხ. ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულებების მუხ. 7).
რიგით მეხუთე ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდის სარეგისტრაციო ფანჯარა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 23:59 საათზე დაიხურება, გამოცდა კი - 18 ივნისს გაიმართება.
კანდიდატების ექნებათ შემდეგი (და არამხოლოდ) შუალედური საბოლოო ვადები (ცენტრალური ევროპის დროით):
- 15 მაისი (23:59 სთ) - კანდიდატების მიერ სასურველი საგამოცდო საათისა და ენის შერჩევა
- 19 მაისი (23:59 სთ) - საგამოცდოდ, სპეციალური სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფის მოთხოვნის განთავსება
- 30 მაისი (23:59 სთ) - საბოლოო ვადა საგამოცდო საათის ან/და ენის შეცვლისათვის
დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდის წესებთან და ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ფიფას ვებ-გვერდზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე - [email protected]