საქართველოს ფეხბურთის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სამი კურსი დაიწყო.
19 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, სფფ-ის ტექნიკურმა ცენტრამ ბასამ და სასტუმრო ბომონდ გარდენმა სამივე კურსის პირველ მოდულს უმასპინძლა. C ლიცენზიის სამ კურსზე ჯამში 81 მონაწილე ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.