საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 24-26 თებერვალს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრს ბასაზე უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა.
კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. A ლიცენზიის კურსი მეკარეების მწვრთნელთა განათლების უმაღესი საფეხურია სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.
მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.