სიახლეები

CFM 2024 - კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

სფფ
გაუზიარე

10 მარტს, საგანმანათლებლო პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა,  კახა ჭუმბურიძემ და GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო სუხიაშვილმა გადასცეს.

ცერემონიის დასაწყისში, ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს წარმომადგენლებმა და ლექტორებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და საფეხბურთო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

კურსის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ფეხბურთის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი და სპონსორობა, ოპერაციული მართვა, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა და ღონისძიებების მართვა. კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სემინარებს.

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით იმართება. ის უეფა-ს საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით GIPA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.