6-12 მარტს, უეფას 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B6 ჯგუფის მატჩებს ქართველი არბიტრები, თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი განსჯიან.
მინი-ტურნირში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების გარდა სლოვენიის და მოლდოვის ნაკრებები მონაწილეობენ. მატჩები 6-დან 12 მარტის ჩათვლით, სკოპიეში გაიმართება.
12-18 მარტს, ბაქოში გაიმართება ამავე ტურნირის B2 ჯგუფის შეხვედრები. აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ლუქსემბურგის და მალტის ნაკრებების მონაწილეობით ჩასატარებელ სამ შეხვედრას მზევინარ შარაშანიძე და სოფო წულაია განსჯიან.