ქალთა ერთა ლიგის მატჩი მონტენეგროსა და ლიეტუვის ნაკრებებს შორის ქართველმა არბიტრებმა განსაჯეს.
მატჩის მთავარი არბიტრი მზევინარ შარაშანიძე იყო. ქართველი არბიტრის ასისტენტები სოფო წულაია და სოფიკო რიჟამაძე, ხოლო მეოთხე მსაჯი ხათუნა მაისურაძე იყო.
მატჩი 25 თებერვალს, პოდგორიცაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.