19-21 თებერვალს, საქართველო უეფას ლიცენზირების რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს. ღონისძიებაში, რომელიც თბილისში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, უეფას წევრი 18 ფეხბურთის ფედერაცია მონაწილეობს.
ვორქშოფის პირველ დღეს, უეფას საკლუბო ლიცენზირების ხელმძღვანელი ალეშ ზავრი, საკლუბო ლიცენზირების მენეჯერი ანა პოლატოვსკა და საკლუბო ლიცენზირების სპეციალისტი დავიდ პერადალტა ნეგრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ასევე ლიცენზირების ექსპერტებს და ლიცენზირების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ვორქშოფი 20 და 21 თებერვალს, სასტუმრო შერატონში გაგრძელდება.
ღონისძიების ფარგლებში, ვორქშოფის მონაწილეები გაეცნობიან სიახლეებს, რომელიც ინერგება უეფას მხრიდან. ვორქშოფს ასევე დაესწრებიან უეფას საკლუბო ლიცენზიის მაძიებელი კლუბები.