სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 1-7 თებერვალს, უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. 

მოდულის ფარგლებში, სასწავლო კურსის მონაწილეები იმყოფებოდნენ თურქეთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დინამო ბათუმის, დონეცკის შახტარის, კოლოსის, ოლექსანდრიას და კაირათის საწვრთნელ აქტივობებში. კურსის მსმენელები აკვირდებოდნენ კლუბების სამუშაო პროცესს და ეცნობოდნენ მათ საფეხბურთო ფილოსოფიას.

მოდულის ფარგლებში, კურსის მსმენელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს გამოცდილმა ქართველმა სპეციალისტებმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, კახა ჩხეტიანმა და ლევან კორღალიძემ.

PRO ლიცენზიის მიმდინარე ახალი კურსში მონაწილეობას იღებენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბის მწვრთნელები. კურსი 8 მოდულისგან შედგება და 21 მონაწილე ირიცხება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატების დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლიათ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.