სიახლეები

გახდი მსაჯი - სფფ-ის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გრძელდება

მსაჯები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გრძელდება. 

თუ ხარ დაინტერესებული ფეხბურთით და გიფიქრია ფეხბურთის სფეროში კარიერის შექმნასა და განვითარებაზე, მსაჯთა აკადემია გთავაზობთ შესაძლებლობას, უფასოდ გაიაროთ სამსაჯო პროგრამა და დაეუფლო მსაჯის პროფესიას. 

სამსაჯო სწავლების უფასო ერთ კვირიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. 

პროგრამა ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში, შესაბამისად, შესაძლებლობა გექნებათ დაეუფლოთ მსაჯის პროფესიას საცხოვრებელთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონალურიცენტრების ბაზებზე (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი და ა.შ.)

პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები პრაქტიკულ მსაჯობას დაიწყებენ ბავშვთა და მოზარდთა ტურნირებში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსურველებს 16-დან 35 წლამდე.

პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ სარეგისტრაციო ბმულზე www.msaji.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 

ტელეფონი: 577170430  

ელექტრონული ფოსტა:  [email protected]